Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2018

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ „სახალხო რესპუბლიკებში“ არჩევნები მიმდინარეობს

0
დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ „სახალხო რესპუბლიკებში“ ახალ ხელმძღვანელებსა და დეპუტატებს ირჩევენ. მედიის ცნობით, „დსრ“-ში ოთხასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, „ლსრ“-ში კი - სამასამდე. კენჭისყრა ადგილობრივი დროით 20 საათამდე გაგრძელდება.


„დსრ“-ის ხელმძღვანელის პოსტზე ხუთი კანდიდატი იბრძვის, „ლსრ“-ში - ოთხი. მთავარი პრეტენდენტები არიან სეპარატისტების მოქმედი ლიდერები - დენის პუშილინი და ლეონიდ პასეჩნიკი. მათ შეცვალეს მოკლული ალექსანდრ ზახარჩენკო და გადამდგარი იგორ პლოტნიცკი.


სეპარატისტული რეგიონების ე.წ. პარლამენტებში ას-ას დეპუტატს აირჩევენ.


კიევი არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს. უკრაინის პროკურატურამ ადრე სისხლის სამართლის საქმე აღძრა კენჭისყრის ორგანიზატორთა წინააღმდეგ.


ევროკავშირმა და აშშ-მა სევე დაგმეს არჩევნები. ევროკავშირმა განაცხადა, რომ, მინსკის შეთანხმებების თანახმად, ნებისმიერი არჩევნები ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლდება, უნდა გაიმართოს უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში და ეუთოს სტანდარტების შესაბამისად.


მოსკოვი აცხადებს, რომ კენჭისყრა არ არღვევს მინსკის შეთანხმებებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Соболенко — третий год подряд в финале в Австралии. Арина подобралась к величию Граф и Селеш






Как выглядят запрещающие знаки ПДД: штрафы

Жители Ленинского округа отметят День Российского студенчества

Путин присвоил звание заслуженного журналиста РФ главе СЖР Соловьеву

Депутат ГД ответил на слова Трампа о желании сокращать ядерные арсеналы