მალხაზ მაჩალიკაშვილი: „ხვალ პანკისიდან ხალხი ჩამოვა“
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პანკისელები აქციის გამართვას 15.00 საათზე აპირებენ.
„რუსთაველზეც იქნება აქცია და - საარჩევნო შტაბთანაც. ორი პარალელული აქცია გვექნება და მოვითხოვთ ყველა დამნაშავის, მათ შორის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დასჯას. სად უნდა მივიდეთ, ჯერ ზუსტი ადგილი არ ვიცით, თუმცა აუცილებლად დავადგენეთ. სადაც უნდა იყოს, ყველაგან მივაგნებთ ჩემი შვილის მკვლელებს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.