Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2018

იუსტიციის სამინისტროში მტკნარი ტყუილი უწოდეს პირადობის მოწმობების გაყალბებას

0
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში უარყოფენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ, პირადობის ყალბი მოწმობები იბეჭდება პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად.


„ამას აბსოლუტურად არაფერი არ აქვს საერთო სიმართლესთან, ეს არის მტკნარი ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს“ - უთხრა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, ჭეშმარიტების დადგენის საუკეთესო ფორმა და გზაა დასახელდეს კონკრეტული ფაქტები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ანალიზი. „ვიდრე კონკრეტულად არ იქნება ნათქვამი რაშია პრობლემა, ასე განცხადების გაკეთება და ბრალის ჩამოკიდება, რა თქმა უნდა, არ არის სწორი“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი შეფასებით, შეუძლებელია არსებობდეს იმის შანსი, რომ რეალური დასაყრდენი აქვს გუშინ გამოთქმულ ბრალდებებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса