მეზვრიშვილი:დაკავებულთა წრე გაფართოვდება, რამდენადაც საქმის მასალები მოგვცემს შესაძლებლობას
„ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყოს მომავალში დაკავებული. ჩვენ ვათვალიერებთ ვიდეოებს და ვკითხავთ მოწმეებს.
სამწუხაროა, რომ შეფასება ხდება, როგორც პოლიტიკური დევნა. სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
პოლიციამ 16 დეკემბრის ინციდენტზე 3 პირი დააკავა-მათგან, 1 პოლიციელზე თავდასხმისთვის, 2 ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის.