Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2018

კახა კალაძე: თბილისი არ იქნება ჯიხურების ქალაქი

0
თბილისის მერმა კახა კალაძემ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული „პრობლემური ჯიხურების“  საკითხი უნდა გადაწყდეს. „ჩვენ არავის ვერჩით, მაგრამ არასწორ ადგილას განთავსებული ჯიხურების ამბავი უნდა გამოვასწოროთ, მათ უნდა შევუცვალოთ ადგილი“, - თქვა მან.


კალაძის განცხადებით, ექვსი წლის წინ თბილისში განთავსებულ დაახლოებით 2500 ჯიხურის მფლობელებს იჯარის ხელშეკრულების ვადა უკვე ამოეწურათ. მერის თქმით, ამ ჯიხურების აღება არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა მოიჯარეებთან გარკვეულ მიდგომებზე უნდა შეთანხმდნენ, რადგან თბილისი, კახა კალაძის განცხადებით „არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი“.


კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველა ის ჯიხური, რომელიც ადგილმდებარეობის თვალსაზრისით კანონს არ არღვევს, ადგილზე დარჩება, გამოცხადდება აუქციონი და მათ შესაძლებლობა ექნებათ საქმიანობა გააგრძელონ. ხოლო არასწორ ადგილას განთავსებულ ჯიხურებს მერია დამატებით 3-დამ 6 თვემდე ვადას მისცემს, ამ პერიოდში ეს ჯიხურები იმუშავებს, თუმცა შემდეგ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса