თბილისში თავს დაესხნენ ქვიარ ბარს
რატი წულეისკირი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს რომ მოძალადეები პოლიციას არ დაუკავებია, ისინი ადგილიდან გაიქცნენ. მისივე შეფასებით, ეს, სავარაუდოდ, იყო ბარზე ჰომოფობიური თავდასხმა.
შსს-ს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა (ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). ეს დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე.