„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, რომელიც გურჯაანში მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება ამბობს, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ დაკავებულ დავით კირკიტაძეს არ გაათავისუფლებენ. ზაალ უდუმაშვილის გარდა გურჯაანში იმყოფებიან პარტიის სხვა ლიდერებიც. ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, აქცია მას შემდეგ დაიწყება, რაც პროკურატურა დავით კირკიტაძეს ბრალს წაუყენებს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბრალის წადგენის პროცედურა, თელავში, შესაძლოა, 13 საათზე დაიწყოს.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები გურჯაანის სასამართლოსთან დილიდან შეიკრიბნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიციამ დავით კირკიტაძე პოლიტიკური მოტივით დააპატიმრა.