Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2018

ოპოზიცია კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით გურჯაანის სასამართლოსთან იკრიბება

0
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც რადიო თავისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კოტე იოსელიანმა განუცხადა, გურჯაანის სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს დაკავებული დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. კირკიტაძეს ბრალს თელავში წაუყენებენ. ოპოზიცია აქციაზე დავით კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვს. დავით კირკიტაძე კახეთში  17 დეკემბერს დააკავეს.


შსს-ს განცხადებით, მას ბრალი ედება ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებაში სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით. დავით კირკიტაძე ამჟამად თელავის პოლიციის იზოლატორში იმყოფება და დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი განცხადებით, ის არ დასხმია თავს პოლიციელებს და მას პოლიტიკურად დევნიან.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса