Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2018

ოპოზიცია გურჯაანში აქციას ხვალაც გამართავს

0
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით  კირკიტაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 20 დეკემბერს,  10:30 წუთზე დაინიშნა. სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას გამოიყენებს კირკიტაძის წინააღმდეგ.


დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, 19 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია.  ისინი სასამართლოსთან მისვლას 20 დეკემბერს დილიდანვე გეგმავენ.


„ხვალ, დილის 9 საათზე ყველანი ვიკრიბებით გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან და აქ შევხვდებით ჩვენს ღირსეულ კანდიდატს, დავით კირკიტაძეს. დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელსაც გურჯაანის სასამართლო მიიღებს, - მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса