Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2018

უნგრელი ოპოზიციონერები აპირებენ საპროტესტო აქციების გაგრძელებას

0
უნგრელი ოპოზიციონერი პარლამენტარები აცხადებენ, რომ შეეცდებიან მიაღწიონ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გადაყენებას. მათი განცხადების ფონია შრომის ახალი კანონით გამოწვეული საპროტესტო მუხტის კლება.


18 დეკემბერს სულ 200-მდე ადამიანი შეიკრიბა ბუდაპეშტში პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე მაშინ, როცა წინა საღამოს ათასობით დემონსტრანტი იყო მისული სახელმწიფო მაუწყებლის სათავო ოფისთან.


პროტესტის მთავარი მიზეზია შრომის ახალი კანონი, რომელსაც ოპოზიცია „მონობის კანონს“ უწოდებს. 16 დეკემბერს სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ საავადმყოფოში მოათავსეს ერთ-ერთი ოპოზიციონერი პარლამენტარი. მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის წევრმა დეპუტატმა ტიმეა საბომ უცხოელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიცია გეგმავს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებს, პროფკავშირებთან ერთად გზების დაბლოკვას და ახალ დემონსტრაციებს.


ორბანის მემარჯვენე მთავრობა აპრილის არჩევნების შემდეგ ზედიზედ მესამე ვადით მართავს უნგრეთს. პრემიერი ამტკიცებს, რომ შრომის ახალი კანონი ხელს შეუწყობს მუშახელის ნაკლებობის პრობლემის შემსუბუქებას და დასაქმებულებს მისცემს შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова с победы стартовала на турнире WTA в Индиан-Уэллсе






Противопожарные учения прошли в лесничестве «Русский лес» в Серпухове

Около 1500 погибших и убежище для мирных жителей на военной базе РФ: что известно о новых столкновениях в Сирии

В Госдуме призвали проверить фильмы Андреасяна после его критики Тарковского

Эксперт рассказал, что спортобъекты формируют здоровые привычки у горожан