თეთრი სახლი: იწყება სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა და გრძელდება ბრძოლა ექსტრემისტების წინააღმდეგ
ამის შესახებ 19 დეკემბერს განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა. მისი თქმით, ექსტრემისტების „ტერიტორიული სახალიფო“ დამარცხებულია. სანდერსის გამოსვლამდე მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ აშშ ემზადება სირიიდან ჯარების მთლიანად გასაყვნად.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში გამარჯვებები „არ ნიშნავს გლობალური კოალიციის, ან მისი კამპანიის დასრულებას. დავიწყეთ შეერთებული შტატების ჯარისკაცების შინ ჩამოყვანა გადავდივართ რა ამ კამპანიის შემდეგ ეტაპზე“, - განაცხადა სანდერსმა.
მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ სირიაში დამარცხებულ იქნა „ისლამური სახელმწიფო“ და რომ ეს იყო სირიაში ყოფნის „ერთადერთი მიზეზი“.
ამჟამად სირიაში განთავსებულია 2000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი, რომელთა დიდი ნაწილი ეხმარება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლ ქურთ და არაბ მეომრებს.