Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2018

კალათბურთელი გოგა ბითაძე ევროლიგაზე ითამაშებს

0
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი გოგა ბითაძე საკლუბო კარიერას მონტენეგროს საუკეთესო კლუბში - პოდგორიცას „ბუდუჩნოსტში“ გააგრძელებს. 19 წლის ქართველი ცენტრი „მეგა ბემაქსის“ ღირსებას იცავდა და მიმდინარე სეზონში გუნდის ლიდერიც იყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მისი განათხოვრება გადაწყვიტა სეზონის ბოლომდე.


„ბუდუჩნოსტმა“ გოგა ბითაძე ჟურნალისტებს უკვე წარუდგინა და ახალწვეულს 11-ნომრიანი მაისური გადასცა. ქართველმა კალათბურთელმა კი განაცხადა, რომ ამ გუნდის რიგებში თამაში მისთვის დიდი პატივია და მაქსიმალურად ეცდება, რომ პოდგორიცელებს გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმაროს.


„ბუდუჩნოსტი“ ევროლიგაზე გამოდის და სამი მოგებით მე-15 ადგილზეა. ადრიატიკის ლიგაზე კი მე-8 პოზიციას იკავებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса