Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2018

თამარ ხულორდავა მისი მანქანის დაზიანების საკითხზე გიგი უგულავას პასუხობს

0
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას საპასუხოდ განმარტავს, რომ მისი ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და 17 დეკემბერს თავად იყო გამოკითხვაზე.


„ევროპული საქართველოს“ ერთ- ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს განაცხადა, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, რადგან სამართალდამცავებმა არ მოახდინეს იმ მამაკაცის იდენტიფიცირება, რომელმაც 16 დეკემბერს თამარ ხულორდავას ავტომანქანა დააზიანა, მისი ინფორმაციით, ოპოზიციის აქციებზე ხელისუფლება პროვოკატორ ადამიანს გზავნის და სწორედ აღნიშნული ადამიანის გამო ჩაიმსხვრა თამარ ხულორდავას მანქანის მინა თელავში.


„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მტკიცებით კი ეს ადამიანი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერია.


თამარ ხულორდავას თქმით, მისთვისაც საინტერესოა და დეტალურად მოისმენდა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასგან აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაციას.


„მეც ძალიან მაინტერესებს ეს მამაკაცი ვინ იყო, ის ძალიან დიდი აგრესიით გამოირჩეოდა იმ ჯგუფში, რომელთანაც თელავში მომიწია შეხება ინცინდენტის დროს. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩართული კამერების წინ და არ მგონია, რომ სირთულე იყოს პიროვნების დადგენა. შინაგან საქმეთა მინისტრი ალბათ დღეს ყველაფერზე გაგვცემს პასუხს. გამოძიება იმ დღესვე დაიწყო, შედგა ოქმი“- განაცხადა თამარ ხულორდავამ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса