გახარია: "ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ცნობა, რომ თბილისში დააკავა 1967 წელს დაბადებული პირი, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 16 დეკემბერს, თელავში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, პარლამენტის დეპუტატის - თამარ ხულორდავას სამსახურეობრივი ავტომობილი დააზიანა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
