„ევროპული საქართველო“ პარლამენტში მთავარ პროკურორს იბარებს
"დღეს, ბატონ გიორგი გახარიას გამოსვლიდან სამწუხარო რეალობა კიდევ უფრო დამძიმდა, ძალაუფლების ღერძი ივანიშვილის ქვემოთ არის პროკურატურაში. ირკევა, რომ კითხვები, რომელიც ჩვენ და საზოგადოებას გვაწუხებს, თავს იყრის პროკურატურაში. ივანიშვილი ინსტიტუციური მოწყობის მიღმაა და ვერ დავიბარებთ, ამიტომ მივმართავ უმრავლესობის წევრებს, როდის მოვა პარლამენტში მთავარი პროკურორი, რომ ჩვენს კითხვებს გასცეს პასუხი?!", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
