მარინ ლე პენის პარტია იწყებს კამპანიას ევროპარლამენტის არჩევნებისათვის
მარინ ლე პენის პარტიის წარმომადგენლები პარიზის Mutualité-ს დარბაზში შეიკრიბნენ, სადაც 2016 წლის ივლისში საფრანგეთის მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა თავის მომხრეებს „ახალი ფურცელი ჩაეწერათ საფრანგეთის ისტორიაში“. მოგვიანებით, 2017 წლის მაისში მაკრონმა საპრეზიდენტო არევნებში სწორედ მარინ ლე პენი დაამარცხა.
წინასაარჩევნი კამპანიის დროს ლე პენი შეეცდება გამოიყენოს სირთულეები, რასაც მაკრონი აწყდება „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების სახით.
დეკემბერში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად, „ნაციონალური ფრონტს“ მზად არის ხმა მისცეს 24%-მა. 18 %-ით მეორედ ადგილზეა მმართველი „წინ, რესპუბლიკა!“ შემდეგ მოდიან მეამრჯვენე „რესპუბლიკელები“ 11 %-ი და ულტრამემარცხენე „უდრეკი საფრანგეთი“ 9%-ი.
