Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2017

სალომე ასათიანის ინტერVIEW მარტინ დემანტ ფრედერიკსენთან

0
რა ხდება მაშინ, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ქვეყანა აღმშენებლობისა და განვითარების გზას დაადგა და მანკიერი წარსული ოფიციალურად დასრულდა, არადა ეს „წარსული“ ჯიუტად განაგრძობს არსებობას ელიტისგან გარიყული, პრივილეგიებს მოკლებული ხალხის ცხოვრებაში? რას ფიქრობენ და როგორ ცხოვრობენ ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც საკუთარ ადგილს ვერ ხედავენ ნათელი მომავლის ოფიციალურ სცენარებში? როგორია ქალაქების − მაგალითად, ბათუმის − მეორე და რეალური სახე ბრჭყვიალა ფასადებსა და ფეშენებელურ სასტუმროებს მიღმა? რა პირობებში უწევთ „კაცობაში“ გადასვლა ტინეიჯერ ბიჭებს, რომელთა მამებიც ან უცხოეთში გადაიხვეწნენ, ან უმუშევრობამ, დეპრესიამ თუ ალკოჰოლიზმმა იმსხვერპლა? რა დაღი დაასვა 1990-იანების ძალადობამ იმ თაობას, რომლის ბავშვობაც პოლიტიკური თუ მორალური წესრიგის სრულ კოლაფსს დაემთხვა? როგორ აისახება საპოლიციო ძალადობა თუ „სიღარიბის კრიმინალიზაციის“ პოლიტიკა მარგინალიზებული ახალგაზრდა მამაკაცის ყოფაზე? გადაცემა ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორს, ანთროპოლოგ მარტინ დემანტ ფრედერიკსენს, ავტორს წიგნისა „ახალგაზრდა მამაკაცები. დრო და მოწყენილობა საქართველოს რესპუბლიკაში“, რომელიც ასახავს ღარიბი და უმუშევარი ბათუმელი ბიჭების ყოფას.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса