სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სტარტაპების ბედი
"სტარტაპ საქართველო" თანაინვესტირების ფონდის პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ახლად დაწყებული ბიზნესების განვითარებას. პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2016 წლის მაისში შეიქმნა და მისი ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 11 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელიც მომდევნო ეტაპზე 35 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, პირველი ეტაპის დასრულების და მეორე ეტაპის დაწყების ვადები. თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის მიღებაც დამწყებ ბიზნესმენს "სტარტაპ საქართველოში" მონაწილეობის მიღებისას შეუძლია, 100 000 ლარია. Читать дальше...