უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლი“ ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, „სასწრაფოდ და უპირობოდ“ გაათავისუფლოს ქალი, რომელიც გასულ თვეში თეირანში დააკავეს, როცა, ცნობების თანახმად, მშვიდობიანად აპროტესტებდა ისლამურ სავალდებულო ჩაცმულობას. „ამნესტი“ 24 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს თეირანს, რომ „ბოლო მოუღოს დევნას ქალებისა, რომლებიც ხმას იმაღლებენ სავალდებულო საბურველის წინააღმდეგ და გააუქმოს ეს დისკრიმინაციული და დამამცირებელი წესები“. 27 დეკემბრიდან მოყოლებული, სოციალურ ქსელებში ვირუსულ ვიდეოდ იქცა ჩანაწერი... Читать дальше...