რადიო თავისუფლების უზბეკური და ტაჯიკური რედაქციების მიერ, შვედეთის ახალი ამბების სააგენტოსთან ერთად წარმოებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პირი რომელმაც, თავისი აღიარებით, 2017 წლის აპრილში, სტოკჰოლმში, სატვირთო მანქანით მოაწყო თავდასხმა, ტაჯიკეთში, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს შეიარაღებულ პირებთან იყო კავშირში. სტოკჰოლმში მოწყობილ ტერაქტში ეჭვმიტანილი, შვედეთში თავშესაფრის ყოფილი მაძიებელი, 39 წლის უზბეკი, რახმატ აკილოვი, პირდაპირ კონტაქტში იყო ტაჯიკეტში ისლამურ სახელმწიფოსთან, აცხადებენ ჟურნალისტები. Читать дальше...