მკვლელების მფარველობა: პროკურატურის როლი პარლამენტშიც აინტერესებთ
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არაერთხელ ახსენეს იმ შეხვედრის მონაწილეებმა, რომელიც 7 ივნისს პარლამენტში გაიმართა. ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რამდენიმე წევრი ხუთშაბათს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ.