გამსახურდიები დიპლომატიურ კორპუსს სთხოვენ, დაინტერესდნენ ზვიად გამსახურდიას საქმით
ცოტნე და კოსტანტინე გამსახურდიებმა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებსა და უფლებადამცველებს მოუწოდეს, დაინტერესდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმით. გამსახურდიები ასევე სთხოვენ დიპლომატიურ კორპუსს, მოუწოდონ ხელისუფლებას, შეიტანოს ცვლილებები კანონში, რათა დაიშვას გამონაკლისი და ხანდაზმულობის ვადა არ გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ნიშნით მოკლული პირების საქმეებზე. ზვიად გამსახურდიას საქმე 31 დეკემბერს, შესაძლოა, სწორედ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაიხუროს. Читать дальше...