დავით ზალკალიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შეთანხმებაზე: ეს იყო ძალიან სერიოზული საქმიანობის შედეგი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი "ძალიან სერიოზული საქმიანობის შედეგს" უწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 15 პირის სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიის რუკები გადასცა. ამ შეთანხმების შესახებ ცნობილი დღეს გახდა. "ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. შეიძლება ითქვას, რომ გარღვევა არის და ეს არის დასაწყისი იმ დიდი შემდგომი ფორმატების განვითარების, რომელსაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ვიხილავთ... მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს შედეგი გვაქვს... Читать дальше...