რუსეთის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად მიიჩნია იგორ სტრელკოვის განაჩენი
ოთხშაბათს მოსკოვში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დონეცკის ყოფილ სეპარატისტთა მეთაურის, იგორ სტრელკოვის (გირკინი) განაჩენის კანონიერება ცნო. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. სტრელკოვს მიმდინარე წლის იანვარში ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების ბრალდებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით. სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ამჟამად ფსბ-ს ყოფილი პოლკოვნიკი იგორ სტრელკოვი სასჯელს იხდის კიროვის ოლქის მე-5 კოლონიაში. სტრელკოვი 2023 წლის ივნისში დააკავეს. Читать дальше...