ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას „ტიტუშკებად” გადაცმული პოლიციელები დაახვედრეს
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ” 4 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” შეკრებილ ოპოზიციას პროვოკაცია მოუწყო. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დღეს, 5 დეკემბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯაფარიძემ თქვა, რომ შეხვედრიდან გამოსულებს დაახვედრეს „ტიტუშკებად” გადაცმული პოლიციელები: „პოლიციელები, რომლებიც ერთ დღეს პოლიციელები არიან, მეორე დღეს სადისტები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, მესამე დღეს მეხანძრეები და შლანგებით დარბიან რუსთაველზე... Читать дальше...