სახელმწიფო მდივანი ბლინკენი დამატებით სანქციებს აანონსებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება, სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აანონსებს. „შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“, - წერს ენტონი ბლინკენი 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადების ადრესატია არა „საქართველოს ხელისუფლება“, არამედ „ქართული ოცნება“. Читать дальше...