გვარამიას დაკავებისას მუცელში ურტყამდნენ, რის გამოც გაითიშა - ადვოკატი
ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი მისი მონახულების შემდეგ ამბობს, რომ გვარამიას დაკავებისას პოლიციელებმა მუცელში არაერთხელ ჩაარტყეს, რის შედეგადაც, სუნთქვის უკმარისობის გამო, იგი რამდენიმე წამით გაითიშა. „მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთი-ერთი დარტყმის დროს სუნთქვის უკმარისობის გამო რამდენიმე წამით ის გაითიშა, მაგრამ, საერთო ჯამში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კარგად არის და საერთოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ საუბრობს“, - უთხრა საძაგლიშვილმა „მთავარ არხს“. Читать дальше...