აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსეთის მხრიდან "ორეშნიკით" მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს
რუსეთმა უახლოეს დღეებში შესაძლოა კვლავ გამოიყენოს საშუალო სიშორის ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი" უკრაინაზე იერიშისთვის. აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ინფორმაციას სააგენტოები "ასოშიეიტიდ პრესი" და "როიტერსი" ავრცელებენ. ინფორმირებული წყაროები "ორეშნიკის" გამოყენებას მიიჩნევენ უფრო მეტად დაშინების მცდელობად, რასაც არ შეუძლია გარდატეხის შეტანა ომის მსვლელობაში. "ეს, სავარაუდოდ, იქნება რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოახდინოს ტერორიზება უკრაინისა, რომელიც წარუმატებლობას განიცდის", - განუცხადა წყარომ "როიტერსს". Читать дальше...