Добавить новость
ru24.net
World News
Июль
2019

ეგზიტპოლების თანახმად, უკრაინის არჩევნებში იმარჯვებს ზელენსკის პარტია, „ხალხის მსახური“, თითქმის 44 პროცენტით

0
ეგზიტპოლების მეტ-ნაკლებად მსგავს შედეგებს აქვეყნებენ სხვადასხვა ორგანიზაციები უკრაინის 21 ივლისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ.


წარმატებას მიაღწია პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ, „ხალხის მსახურმა“, რომელმაც სხვადასხვა წყაროს თანახმად, 42-44 % მიიმხრო.


დამაჯერებელი შედეგი აჩვენა მედვედჩუკის „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ (გამარჯვებულებს შორის ყველაზე პრორუსულმა ძალამ)- 11,5 %.


საშუალო მაჩვენებელი აქვთ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „ევროპულ სოლიდარობას“ ( 8-9 %) და ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს "ბაკტივშჩინას" (7-8 %).


ვაკარჩუკის „ხმამ“ 6 % მიიმხრო.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობამ დღის ბოლოსთვის 50,09 % შეადგინა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса