Добавить новость
ru24.net
World News
Август
2019

შსს-მ გამოძიება დაიწყო - სავარაუდოდ, გამგებლის მოადგილის მიერ თანამშრომლის ცემის კადრები ვრცელდება

0
რადიო თავისუფლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის „ფეისბუქში" გავრცელებული კადრების მიწოდების შემდეგ, შსს-მ გამოძიება დაიწყო. 


ვიდეოში, რომელიც გიორგი ყუფარაძემ „ფეისბუკში" გაავრცელა, ასახულია, სავარაუდოდ, გლდანის გამგებლის მოადგილე, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას თანამშრომელს.


შსს-ს პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


გიორგი ყუფარაძე ამბობს, რომ ამჟამადაც პარტია „ქართული ოცნების“ წევრია და ვიდეო რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს. მისი ინფორმაციით, კადრები 2017 წლის ზაფხულშია გადაღებული, ხოლო, თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გლდანის გამგებლის მოადგილემ მხოლოდ გაფრთხილება მიიღო. „საქმე არც კი აღძრულა", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ყუფარაძემ. 


რადიო თავისუფლება ცდილობს თბილისის მერიასთან დაკავშირებას და მის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса