სავარაუდოდ, თალიბების თავდასხმებს ათზე მეტი ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა
სამინისტროს თანახმად, ცხრა ჯარისკაცი დაშავდა სხვა ინციდენტში, საიედ აბადის ოლქში. თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა მსგავს თავდასხმებში უპირატესად თალიბანს და ექსტრემისტულ ისლამურ სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ.
უფრო ადრე, ავღანეთის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თალიბების თავდასხმის შედეგად ქვეყნის ჩრდილოეთში სულ მცირე რვა სამხედრო დაიღუპა. კუნდუზის პროვიციის გუბერნატორის წარმომადგენელმა, ესმათულა მორადიმ, განაცხადა, რომ თალიბებმა იერიში მიიტანეს ორ საგუშაგოზე 20 ივლისს. მორადის თანახმად, პოლიციის ხუთი თანამშრომელი და ორი ჯარისკაცი დაიღუპა რამდენიმესაათიანი ბრძოლის შედეგად.
