მიწისქვეშა სამუშაოზე ვერ დასაქმდება მეშახტე რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა
„წარმოდგენილი სამედიცინო დასკვნით, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავასაქმოთ მიწისქვეშა სამუშაოზე, რადგან მეშახტის ჯანმრთელობა საფრთხეშია. ჩვენ გავაცანით ეს გადაწყვეტილება, რომელიც ამირან ბოჭორიშვილისთვის მიუღებელი იყო და თქვა რომ არ ეთანხმებოდა. მივეცით დრო და სურვილის შემთხვევაში დამატებით კვლევის ჩატარების საშუალება, რაც განახორციელა კიდეც და იგივე დიაგნოზი დაუსვეს ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში“, - თქვა ავთანდილ ბოჭორიშვილმა.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში, დირექტორის კაბინეტში მეშახტე ამირან ბოჭორიშვილმა 21 ივლისს თვითდაზიანება მიიყენა. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ის ადგილობრივი კლინიკიდან გაწერეს.
ამირან ბოჭორიშვილის განცხადებით, ის ეწინააღმდეგება ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, მისთვის სამუშაო ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, სადაც არსებულზე ნაკლები ანაზღაურება ექნება.
„900 ლარი არ მყოფნიდა, მე ვარჩენ ოჯახს, მე ვარ ერთადერთი დასაქმებული და 300 ლარი მეყოფა?! მოვითხოვე ხელფასის გაზრდა ან ძველ პოზიციაზე დაბრუნება“, - ამბობს ამირან ბოჭორიშვილი. მისი სიტყვებით, მარცხენა მკლავზე ორი ჭრილობა თავად მიიყენა, თუმცა ჯერჯერობით არ იცის, თავისი ქმედება რა შედეგს მოუტანს.
როგორც ამირან ბოჭორიშვილი ამბობს, 40 წელია შახტში სამთო-მომპოვებლად მუშაობს და 400 მეტრის სიღრმეში ქვანახშირის მოიპოვებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.
