Добавить новость
ru24.net
World News
Октябрь
2020
1 2
3
4
5
6 7 8 9
10
11 12 13
14
15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

” მინდა ყველა იმ პირს ვინც ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია”

0

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“ პოსტს ავრცელებს – „ნეტავ, რა უხარიათ?!“.

თენგიზ ცერცვაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონი გიორგი კანდელაკი ა.წ. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში წარუმატებლად შეეცადა ნეგატიურად შეეფასებინა ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ღონისძიებები (მაშინ მან თავი აარიდა ჩვენთან ამ საკითხზე ტელედებატებს).

ა.წ. 17 და 18 ოქტომბერს ბ-ნმა გიორგიმ და ბ-ნმა რევაზ ბოჭორიშვილმა (რომელიც საფრანგეთში საქმიანობს) გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ჯანმო-ს საერთაშორისო კვლევა Solidarity-ის შუალედური შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა მედიკამენტ რემდესივირის (ისევე, როგორც ამ კვლევაში ჩართული სხვა მედიკამენტების) ეფექტი COVID-19-ის მკურნალობაში და ნიშნის მოგებით და ძალიან ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. სრულიად გაუგებარია, რა უხარიათ ან რა აქვთ ნიშნის მოსაგები და სასაყვედურო. საიდან ამდენი ტყუილი, ღვარძლი და ბოღმა. რა, თუ მედიკამენტები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს არაეფექტიანი ან ნაკლებ ეფექტიანი გამოდგა, ეს სასიხარულოა და ვინმესთვის კარგია? რატომ ვერ ეგუებიან ისინი, რომ ბოლო პერიოდში COVID-19-ით მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების რაოდენობის მიუხედავად ქვეყანა მაინც წარმატებით მართავს პროცესებს. მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“ ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია. დიდი ტყუილი. COVID პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად (0,73%), ისე გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით (48 გარდაცვლილი). ეს ასეა, მოსწონთ თუ არა ეს მათ და შეუძლიათ ამაში მარტივად დარწმუნდნენ, თუ გაეცნობიან ევროპის CDC-ის, ამერიკის CDC-ისWorldometers-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს. გასაგებია, რომ მათ და მათ თანამოაზრეებს „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“, მაგრამ ეს არ აძლევს მათ ადამიანების ბედით მანიპულირების უფლებას.

ბ-ნი რევაზი თავის პოსტში წერს „საქართველოში დღეს რაც ხდება, მსგავსი დაბოლების?!, COVID-ის გაპოლიტიზირებისა და მკერდში მჯიღების ცემის შედეგიცაა“?!. ისეთი რა ხდება ბატონო რევაზ, რაც საფრანგეთში არ გინახავთ? მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო ყველა მაჩვენებლით ბევრად სჯობნის საფრანგეთს, სადაც თქვენ საქმიანობთ. კერძოდ, საფრანგეთში 24 ოქტომბრის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 1 041 075 შემთხვევა და 34 508 გარდაცვალება

(3,31%). მაშინ, როცა საქართველოში დაფიქსირებულია 26 503 შემთხვევა და 193 გარდაცვალება (0,73%). 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საფრანგეთში COVID-19-ის 15 938 შემთხვევაა და 528 გარდაცვალება, მაშინ როდესაც საქართველოში – COVID-19-ის 6 648 შემთხვევაა და 48 გარდაცვალება – ანუ 11-ჯერ ნაკლები?! ვიდრე საფრანგეთში და ეს მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საფრანგეთისაზე ბევრად უფრო სუსტია და კიდევ აქეთ გვედიდგულებით? COVID-19-ის ახალი შემთხვევებითაც კი საფრანგეთში უარესი მდგომარეობაა 42 038 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე – 647), ვიდრე საქართველოში – 1941 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე – 511). აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველომ ამას სწორედ COVID-19-ის უკეთესი მართვით, მათ შორის უკეთესი კლინიკური მართვით მიაღწია და არა ჩაკეტვებითა და შეზღუდვებით, რამეთუ ეს უკანასკნელი გაზაფხულზეც და მითუმეტეს ახლა გაცილებით უფრო მკაცრი და მასშტაბური იყო საფრანგეთში, ვიდრე საქართველოში (თუ გინდათ ჩამოგითვლით). ასე, რომ ბ-ნმა რევაზმა უმჯობესია თავის საფრანგეთს მიხედოს. ის მაინც გაიხსენოს რა საშინელებები ხდებოდა საფრანგეთში (და ევროპის სხვა ქვეყნებშიც), თუ რამდენი ხანი ელოდებოდნენ ავადმყოფები (მათ შორის მძიმე ავადმყოფები) ტესტის პასუხებს და ჰოსპიტალიზაციას და რამდენი ავადმყოფი მოუკვდათ ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრაც არ ეღირსათ, ან როგორ მიჰყავდათ მძიმე ავადმყოფები გადასარჩენად მეზობელ გერმანიაში. საქართველოში ხომ ჯერ-ჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება.

ახლა, ყველაზე გულდასაწყვეტი და ჩვენთვის მტკივნეული.

ბ-ნმა გიორგიმ, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდით ჩვენგან ყოველგვარი საბაბის გარეშე ძალიან მოუხშირა არაკორექტულ და შეურაცხმყოფელ პასაჟებს ჩვენს მიმართ. იგი თავის თავს უფლებას აძლევს თავის პოსტებში გამოთქვას თავისი კოლეგების მიმართ ისეთი არაკორექტული და სინამდვილეს მთლიანად აცდენილი ბრალდებები, როგორიცაა: „ღია კორუფციაში“?! ბრალდება COVID-19-ით უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ COVID კლინიკები სავსეა პირდაპირ „სახნავ-სათესიდან წამოყვანილი“ უსიმპტომო პაციენტებით (ისე, რომ არცერთ COVID კლინიკაში ერთხელაც არ არის ნამყოფი), უაპელაციოდ აცხადებს, რომ „ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს“?! ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით და შევეცადოთ აღარ ვავნოთ სხვა მკურნალობებით“?! „რომ არ წავიტეხოთ ცხვირი ისე, როგორც მოგვივიდა ჰიდროქსიქლოროქინის შემთხვევაში წარსულში და რემდესივირის შემთხვევაში სულ ახლახანს“?! ეს უკვე სცდება არაკორექტულობის და არაეთიკურობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კორუფციის ბრალდებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს, რომ ჩვენ ასობით ადამიანს უკვე ვავნეთ?! მითუმეტეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინს COVID პაციენტების გარდა ბევრი სხვა ავადმყოფებიც იღებენ და ყველა მათგანი სტრესში აღმოჩნდება. ან კიდევ მართლა „წავიტეხეთ ცხვირი“ წარსულშიც და სულ ახლახანს (რა აზრები მოგდით?). ვის რა

ვავნეთ ბატონო გიორგი? ან რაზე „წავიტეხეთ ცხვირი“? ჰიდროქსიქლოროქინზე ჩვენთან არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა და პრაქტიკულად ყველა ავადმყოფი განიკურნა, ხოლო რემდესივირი კი ჯერ საერთოდ არ გამოგვიყენებია და რომც გამოგვეყენებინა, რა? მთელი მსოფლიო იყენებს და FDA-მაც უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. კიდევ რაღას ვუცადოთ? გამოდის, რომ თქვენს გარდა ყველამ „ცხვირი წაიტეხა“? და საერთოდ საქართველოში სადღეისოდ 50-მდე COVID კლინიკა მუშაობს და თან სულ სხვადასხვა გემოვნების და ბ-ნ გიორგის სხვადასხვა კვლევების შედეგებით მანიპულირების ნაცვლად, რომლებიც ისედაც ყველამ კარგად ვიცით, თავისუფლად შეეძლო ემუშავა რომელიმე მათგანში და თავისი წვლილი შეეტანა პაციენტების მკურნალობაში. თორემ სანამ ბ-ნი გიორგი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ იპოვნონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26 ათასზე მეტ COVID-19-ით ავადმყოფს ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობის მაჩვენებლით.

ახლა რაც შეეხება რემდესივირს.

ეს მედიკამენტი მიუხედავად იმისა, რომ არ იყო იდეალური და ჩვენც არ ვყოფილვართ მისი მეხოტბე, მაინც მთელ მსოფლიოში დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა და ახლაც ითვლება ყველაზე იმედისმომცემად იმ ანტივირუსულ პრეპარატებს შორის, რომლებიც კლინიკურ კვლევებს გადიან. ამ პრეპარატზე უზარმაზარი მოთხოვნა იყო და ჯერ კიდევ არის მთელ მსოფლიოში და რა არის გასაკვირი, რომ საქართველოც იჩენდა ინტერესს. ასე მაგალითად, აშშ-მ წინასწარ შეისყიდა ქვეყნისთვის საჭირო მთელი წლის მარაგი, ხოლო ევროპის 37-მა ქვეყანამ სულ ახლახანს შეიძინა 500 ათასი პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტი. საქართველო ყოველთვის იჩენდა სიფრთხილეს და თუ საბოლოოდ (და არა შუალედური დასკვნით) დადასტურდება, რომ ეს მედიკამენტი მართლაც არაეფექტიანი და უსარგებლოა, საქართველო ყველაზე ნაკლებად დაზარალდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლევები, მათ შორის Solidarity გრძელდება და დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. მითუმეტეს, რომ შუალედურ დასკვნაშიც არ არის კატეგორიულად ნათქვამი, რომ რემდესივირი მთლიანად უსარგებლოა. ამავე დროს არსებობს სხვა რანდომიზებული კონტროლირებული კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც რემდესივირი სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობას გარკვეული კატეგორიის (ჟანგბადდამოკიდებულების ადრეულ სტადიაზე) ავადმყოფებში. 2020 წლის 24 ივლისის NIH-ის გაიდლაინშიც რეკომენდებულია რემდესივირის მიცემა COVID-19-ით ჟანგბადდამოკიდებული (მხოლოდ არა მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფი) პაციენტებისათვის.

საგულისხმოა, რომ აშშ-ს FDA-იმ სამწუხაროდ არ გაიზიარა ბ-ნი გიორგის და ბ-ნი რევაზის პოზიცია და 23 ოქტომბერს ოფიციალურად დაამტკიცა რემდესივირი ჰოსპიტალიზებული COVID-19-თ ავადმყოფების სამკურნალოდ. ადრე (ა.წ. 1 მაისს და 28 აგვისტოს) იგივე FDA-ის გაცემული ჰქონდა რეკომენდაცია ამ პრეპარატის მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების (for emergency use) დროს გამოყენებაზე.

ამდენად, რემდესივირი გახდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული COVID-19-ით ავადმყოფების სამკურნალოდ.

რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას საერთაშორისო კვლევებში, მსოფლიო ლიდერების Antony Fauci-ის (აშშ) და Jens Lundgren-ის (დანია) უშუალოდ რეკომენდაციით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი (და არა მთლიანად საქართველო) მონაწილეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულების კლინიკურ კვლევაში და არა „Solidarity”-ში, რაც ჩვენი ცენტრისადმი უდიდესი ნდობის გამოხატვის მაჩვენებელია. ასე, რომ ტყუილს ბ-ნი რევაზი ამბობს და არა ჩვენ.

რაც შეეხება კვლევა „Solidarity“-ის, საქართველო ნამდვილად მონაწილეობს ამ კვლევაშიც და ა.წ. 13 ოქტომბერს ჯანმო-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს შემოგვეტანა რემდესივირი აღნიშნული კვლევისათვის და ამ მედიკამენტის შემოტანა, რომელზეც ბ-ნმა გიორგიმ, ბ-ნმა რევაზმა და სხვებმა ამდენი ხმაური ატეხეს, სწორედ ამ კვლევისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა მას შემდეგ, რაც FDA-იმ რემდესივირი უკვე ოფიციალურად დაამტკიცა, მისი გამოყენება კვლევის გარეთაც სავსებით გამართლებულია. ისიც საგულისხმოა, რომ 1 კურსის ღირებულება არის არა 3500 ან 2000 აშშ დოლარი, არამედ 156 ან 286 აშშ დოლარი (6 ან 11 ფლაკონი სხვადასხვა სიმძიმის ავადმყოფებისთვის). ასე, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად და COVID პაციენტების ინტერესებისთვის ვაკეთებდით და ვაკეთებთ და თუ შემდგომში ჯანმო ოფიციალურად მაინც ამოიღებს რემდესივირს ხმარებიდან, ბუნებრივია ჩვენც ასე მოვიქცევით.

რაც შეეხება ირონიას იმ ფაქტისადმი, რომ ამერიკის პრეზიდენტს ბ-ნ ტრამპს რემდესივირით უმკურნალეს, ყოვლად უადგილოა. როგორ ფიქრობთ, ამერიკის საუკეთესო ექიმთა გუნდი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ბ-ნ გიორგიზე ან ბ-ნ რევაზზე ნაკლებად იცნობდა Solidarity-ის კვლევის შედეგებს და ზოგადად რემდესივირის ავკარგიანობას? რაიმე სერიოზული წონადი არგუმენტის გარეშე ისინი არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებდნენ თავისი ქვეყნის პრეზიდენტს „ექსპერიმენტულ“ არაეფექტიან მედიკამენტს და ისიც ინტრავენურად. ასე, რომ არა მგონია, ეს ფაქტი ვინმეს „საღადაო“ იყოს და თუ საქართველოშიც COVID-19-ით ავადმყოფებს ახლო მომავალში ექნებათ საშუალება იმკურნალონ იგივე მედიკამენტებით (რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები და სხვ.), რომლითაც ამერიკის პრეზიდენტს უმკურნალეს, არ გვგონია, რომ ეს ცუდი იყოს, დამოუკიდებლად იმისა, მოსწონთ ეს ბ-ნ გიორგის და ბ-ნ რევაზს, თუ არა.

ბ-ნი გიორგი ძალიან ხშირად იმეორებს, რომ „ერთადერთი ეფექტიანი პრეპარატი დღესდღეისობით არის დექსამეტაზონი“. მე არ ვიცი, რა საჭიროა „ღია კარის მტვრევა“. დექსამეტაზონს ჩვენ ისედაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვიყენებთ, რაც ასახულია ჩვენს გაიდლაინში.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინოვაციურ მეთოდს – COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფების (კონვალესცენტების) პლაზმის გამოყენებას COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ, მართალია დიდი რანდომიზებული, კონტროლირებული კვლევები ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ ამერიკის FDA-ის ა.წ. 23 აგვისტოს გაცემული აქვს რეკომენდაცია კონვალესცენტების პლაზმის გამოყენებაზე გადაუდებელი მდგომარეობებისთვის (an emergency use) და სადღეისოდ ასეთი პლაზმა უკვე გადაესხა 85 ათასზე მეტ COVID-ით პაციენტს და სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. სარგებელი კი ბევრმა (თუმცა არა ყველამ) მიიღო. ჩვენ ჯერ-ჯერობით COVID-19-თ 6 ავადმყოფს გადავუსხით კონვალესცენტის პლაზმა და 4 შემთხვევაში კარგი შედეგი მივიღეთ (თუმცა ეს ძალიან ცოტაა). დიდი ალბათობით კონვალესცენტების პლაზმის ეფექტი ან უეფექტობა დამოკიდებულებია იმაზე, თუ რა კონცენტრაციით შეიცავს ის ე.წ. დამცველობით (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს. ხოლო იმის სწავლება, რომ „პაციენტების ინფორმირება უნდა მოვახდინოთ“, არასერიოზულია, რადგან სპეციალური ინფორმირებული თანხმობის გარეშე კონვალესცენტების პლაზმას არავინ ასხამს. საგულისხმოა, რომ ბ-ნი გიორგი მაქსიმალურად შეეცადა ამ მეთოდის დისკრედიტაციას და პოტენციური დონორების დარწმუნებას, რომ არ ჩაებარებინათ პლაზმა. ამავე დროს იქვე ამბობს, რომ „თუ რესურსი გვაქვს, თავადაც ჩავატაროთ კვლევები“ კონვალესცენტების პლაზმაზეო. ბ-ნი გიორგი, სწორედ დონორების რესურსი რომ გვჭირდება, ამიტომ მოვუწოდეთ კონვალესცენტებს პლაზმის ჩაბარებისკენ, რასაც თქვენ ასე შეეწინააღმდეგეთ და არ გვგონია, რომ ამით კარგი საქმე გააკეთეთ.

აი ასეთია სინამდვილეში დღევანდელი COVID სიტუაცია საქართველოში თავისი სერიოზული გამოწვევებით და იმედებით“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



В Воскресенске росгвардейцы задержали гражданку, находящуюся в федеральном розыске

Пот ручьём: когда стоит обращать внимание на повышенную потливость, рассказал доктор Кутушов

Фестиваль троечной езды и гастрономии "Русский драйв"

За кулисами бизнес-конференции MEDIABOSS


Россиянам предложили новый вид отдыха в Турции

В этих летних нарядах вы будете выглядеть моложе

“Эти отношения вы завершите сами. У вас будет новый мужчина” Участники нового мистического реалити “Место силы” предсказали певице Славе новую любовь

Отдыхающий в Кисловодске понял, почему там не любят москвичей, назвав 5 причин для недовольства столичными туристами


Diego Lopes holds no ill will toward Brian Ortega after UFC 303, hopes for Sphere rebooking

Chelsea PULL OUT of Alexander Isak transfer race in move which could come at a huge cost to Everton

Ian Wright and Gary Neville go wild after Bellingham’s England equaliser… as eagle-eyed fans spot Roy Keane’s reaction

Roy Keane admits he ‘crossed the line’ with Harry Maguire and reveals secret apology to Man Utd star


Дирекция по качеству АО "Желдорреммаш" посетила локомотивостроительные заводы ТМХ

Столичный спецназ Росгвардии завершил полевой выход в Подмосковье

Столичные росгвардейцы оказали помощь гражданину, получившему серьезную травму

Столичные росгвардейцы оказали помощь ребенку, получившему травму


Для Dark and Darker Mobile проходит короткий бета-тест на iOS и Android

Epic Games подала Apple заявку на возвращение Fortnite на iOS и запуск собственного магазина приложений в ЕС

Глобальную версию Mega Man X DiVE закроют к концу июля

Состоялся релиз «T.D.Z. 4 Сердце Припяти Сталкер» на Android



Программа «Цифровой инвестор» ГМК "Норникель" выходит на новый этап

До 15 лет лишения свободы: По делу о терроризме задержали тренера молодёжной сборной России по борьбе

«Зрителей будет ждать неслабый аттракцион»: стартовали съемки продолжения сериала «Бедные смеются, богатые плачут»

AFAKE: мелодичная и многогранная сенсация на стыке жанров




Облегчение от жары: Вильфанд рассказал, когда в Подмосковье закончится пекло

S&P повысило прогноз по рейтингу «дочек» Freedom Holding Corp. до позитивного

Пот ручьём: когда стоит обращать внимание на повышенную потливость, рассказал доктор Кутушов

Среди россиян вырос спрос на отдых в Европе в бархатный сезон


Глава Балашихи Сергей Юров проконтролировал ход благоустройства сквера

Присяжные вынесли вердикт заказчику и исполнителю убийства Ирины Зироян

Академик РАН Геннадий Котельников — о военной медицине и экстремальной хирургии

Продам покрышки WTB Riddler 700x37c, стальной корд


Тернистый путь: Медведеву и Андреевой не повезло с жеребьёвкой на Уимблдоне, у Калинской и Рублёва сетки полегче

Дубль перед Уимблдоном: Касаткина и Шнайдер выиграли турниры WTA в Истбурне и Бад-Хомбурге

Россия — первая по теннисным отказникам! Почему сразу девять наших сказали «нет» Олимпиаде в Париже

Лучшая теннисистка России повторила достижение Рыбакиной


Airbus A320 из Самары готовится к аварийной посадке в аэропорту Шереметьево

"Там кишечная палочка": Роскачество назвало молоко, которое нельзя брать даже по акции

В ООН обвинили Россию в создании помех европейским спутникам

«Свято место пусто не бывает». Часть покупательского спроса с рынка новостроек Севастополя уйдёт на «вторичку»?


Музыкальные новости

«Подло хаять родину»: сын Барыкина об уехавших из РФ артистах, СВО и отце

В Москве прошла премьера фильма к 50-летию Дианы Арбениной

Певец Крид заявил, что бывшие сделали его сильнее

В амфитеатре Никосии прозвучала музыка Шостаковича и Гершвина



До 15 лет лишения свободы: По делу о терроризме задержали тренера молодёжной сборной России по борьбе

Зарема о Виллиане Жозе в «Спартаке»: «Бразилец в Москве обязательно найдет, чем заняться поинтереснее футбола. Сравнения с Мозесом неактуальны, Амарал берет игрока на закате карьеры»

Программа «Цифровой инвестор» ГМК "Норникель" выходит на новый этап

«Зрителей будет ждать неслабый аттракцион»: стартовали съемки продолжения сериала «Бедные смеются, богатые плачут»


Более 2 млн человек обучили инклюзивным подходам участники проекта АСИ «Открыто для всех»

Николай Нестеров: «Архангельск ─ старейший порт России»

Орбакайте обратилась к Пугачевой со сцены в Израиле

ВККС получил запрос Бастрыкина об уголовном деле против главы Солнцевского суда


В Москве перекрыли движение по Ижорскому проезду из-за взрыва автобуса

"ЛиАЗ" создал оперативную комиссию по расследованию взрыва автобуса в Москве

Источник 360.ru: при взрыве в автобусе в Москве пострадали два мужчины

Два человека пострадали при взрыве баллона на крыше автобуса в столице


Bloomberg: визит Моди в Москву станет дипломатической победой Путина

Путин поручил создать в Москве национальный центр «Россия»

Bloomberg: предстоящий визит Моди в Москву будет дипломатической победой Путина

Путин на полях саммита ШОС обсудит с Эрдоганом свой визит в Турцию


Эксперт: Чаще всего неправильные ударение ставят в словах «включит», «вручит», «веган» и «ковид»

Почти 1,4 тыс. случаев коронавируса выявили в столице за неделю

Почти 1,4 тысячи случаев COVID-19 выявили в столице за неделю

Почти 1,4 тысячи случаев COVID-19 выявили в Москве за неделю




Последствия жары: мужчина в Москве получил тепловой удар и попал в реанимацию

В Центре хирургии клиники «Будь Здоров» провели 1000-ю операцию

Мужчина получил тепловой удар в Москве и попал в реанимацию

Врач-стоматолог Татьяна Сумцова: какие могут быть противопоказания к установке брекетов


«Орбан – п***р!» – Венгерского премьера встретили в Киеве нецензурной бранью

Орбан встретится с Зеленским

Орбан прибыл в Киев для переговоров с Зеленским

Песков сделал предположение о цели визита Орбана в Киев


Зарема о Виллиане Жозе в «Спартаке»: «Бразилец в Москве обязательно найдет, чем заняться поинтереснее футбола. Сравнения с Мозесом неактуальны, Амарал берет игрока на закате карьеры»

«Я в Москве, а он в Питере»: Кудрявцева раскрыла, к кому ревновала Макарова

Пазлы с героями «Команды МАТЧ» появились в продаже

До 15 лет лишения свободы: По делу о терроризме задержали тренера молодёжной сборной России по борьбе


Лукашенко: Западу не терпится втянуть Белоруссию в военные разборки

Вячеслав Володин сегодня прибыл с рабочим визитом в Минск. Он примет участие в мероприятиях по случаю Дня независимости Республики Беларусь

Лукашенко в Минске встретился с Володиным

Как Лукашенко еще в 90-е расправился со всеми ОПГ Беларуси



Собянин рассказал о проекте «Золотая маска. Послесловие»

Собянин вручил премии города в области архитектуры и градостроительства

Собянин представил результаты четырех лет работы Агентства креативных индустрий

Сергей Собянин. Главное за день


На ВДНХ создана одна из крупнейших публичных Wi-Fi-зон в Москве

Мужчина получил тепловой удар в Москве и попал в реанимацию

III класс пожарной опасности ожидается на большей части Подмосковья 2 июля

В Нальчике появилось Детское радио


В Краснодаре новостройки сильно упали в цене

"Там кишечная палочка": Роскачество назвало молоко, которое нельзя брать даже по акции

Собянин сменил руководителей департаментов градостроительной и промышленной политики Москвы

Карусель в Ногинске стала самой посещаемой в Подмосковье за неделю


Николай Нестеров: «Архангельск ─ старейший порт России»

Острова укладываеюся спать...

Создание в Архангельске галереи северного стиля обсудили на площадках международного фестиваля «Белый июнь»

Архангельская область подключилась к проекту "Императорский маршрут"


Севастополь в числе регионов с рекордными ценами на новостройки, Симферополь немного отстаёт

Михаил Ведерников поздравил владыку Тихона с днем рождения

Ретро-выставка «Актер на сцене должен жить»

Музыкально-поэтическая композиция «Спасибо, жизнь, за всех родных людей, живущих на таком огромном свете»


Хоккеист без зуба, которого знает весь мир: карьера и личная жизнь Александра Овечкина

Сестра Градского судится с врачами, из-за которых ее сын родился с аутизмом

Девять нулей: экс-замминистру обороны РФ Иванову вменили новую сумму взятки

Попрощались с Промесом и не назвали его легендой, купили экс-игрока «Реала» и пошли к священникам. Что происходит в «Спартаке» перед матчем в Казахстане












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Тернистый путь: Медведеву и Андреевой не повезло с жеребьёвкой на Уимблдоне, у Калинской и Рублёва сетки полегче






В Иванове акушеры помогли женщине стать матерью в 9-й раз

Гуманитарная помощь прямиком из Текстильщиков

Баллон с метаном взорвался на крыше автобуса на севере г. Москвы

Ремонт кровли детского сада на улице Ватутина начали в Химках