Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2020
1 2 3 4
5
6 7
8
9 10 11 12 13
14
15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30

დაანონსებულ აქციას აუქმებს „პატრიოტთა ალიანსი"

0
დაანონსებულ აქციას აუქმებს „პატრიოტთა ალიანსი

„პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა პარტიის მიმართ დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, სწორედ მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე გააუქმოს აქცია ქუთაისში. ამავე დროს, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ მათი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ პარტია საპროტესტო აქციებს არ ჩაატარებს. ირმა ინაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას" აკისრებს.

„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ" ტოტალურად და სამარცხვინოდ გააყალბა არჩევნები - კვლავ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტია ვერანაირად ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს. ამ სრულიად უგუნური ქმედებით ხელისუფლებამ ქვეყანაში უამრავი დაძაბულობის კერა შექმნა. ყველას ესმის და ყველამ იცის, რომ ჩვენს პარტიას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია საპროტესტო აქციებზე. ამიტომაც დავნიშნეთ აქცია ჯერ თავისუფლების მოედანზე, რასაც მოჰყვა „ქართული ოცნების" ბრალდებები, თითქოსდა სხვებთან ერთად ან რუსეთის დავალებით ვმოქმედებთ, ან ყაჩაღურ თავდასხმებს ვაპირებთ, რაც სრული აბსურდია. ამის გამო ჩვენ გადავიტანეთ მიტინგი თბილისიდან ქუთაისში. მიაქციეთ ყურადღება, რომ მატყუარა, არჩევნების გამყალბებელი კობახიძე ჩვენებებს იძლევა სუს-ში და ლაპარაკობს რაღაცა შეთქმულებაზე", - ამბობს ინაშვილი.

ცესკო-ს მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ 31 ოქტომბრის სსაპარლამენტო არჩევნებში აიღო ხმების 3,14 %.

სხვა ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქცის გამართვას 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავენ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович вышла в третий раунд турнира WTA-1000 в Риме






Московская ночь

Непобедимый "Спартак" Слишковича обыграл "Краснодар"

Если «Динамо» наберет 4 очка в двух последних турах, это гарантирует ему чемпионский титул

Появилось видео пожара на складе поликарбоната в Наро-Фоминске