Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2020
1 2 3 4
5
6 7
8
9 10 11 12 13
14
15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30

უკრაინის პრეზიდენტი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი საავადმყოფოში მოათავსეს, ორივეს კოვიდ-19 აქვს

0
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოფისის ხელმძღვანელი საავადმყოფოში მოათავსეს. ორივეს ამ კვირის დასაწყისში დაუდგინდათ კოვიდ-19.


ზელენსკი და მისი ოფისის ხელმღვანელი, ანდრი იერმაკი, კიევის „თეოფანიის საავადმყოფოში“ იმყოფებიან. იერმაკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა 12 ნოემბერის ინტერვიუში, რომ პრეზიდენტისთვის „საგანგებოდ აღჭურვილი ოფისი გაკეთდა, საიდანაც მას შეუძლია კონფერენციები ჩაატაროს. დღის განმავლობაში მას უწევს არაერთი ასეთი ონლაინ  შეხვედრის ჩატარება“.  მისი თქმით, იერმაკს თავისი ოთახი აქვს.


9 ნოემბერს გამოაცხადა ზელენსკის ოფისმა, რომ პრეზიდენტს კორონავირუსი ინფექცია დაუდასტურდა, მაგრამ თავს კარგად გრძნობდა და თვითიზოლაციაში განაგრძობდა მუშაობას. იერმაკმაც გამოაცხადა, რომ კოვიდი დაუდასტურდა, მაგრამ კარგად იყო. უკრაინის სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ფინანსთა და თავდაცვის მინისტრებსაც დაუდასტურდათ კოვიდ-19.


ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების 12 ნოემბრის განცხადების თანახმად, უკრაინაში  11057 ახალი შემთხვევა აღირიცხა 24 საათშია, რაც სარეკორდოა. დაღუპულთა რიცხვი 198-ია. სულ უკრაინაში კოვიდ-19-ის ნახევარ მილიონზე მეტ შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილთა რიცხვი 9145-ია.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса