Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2020
1 2 3 4
5
6 7
8
9 10 11 12 13
14
15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30

რუსეთის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია ერევანსა და ბაქოს

0
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ერევანში შეხვდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, მთიან ყარაბაღში რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე სასაუბროდ.


ფაშინიანის ოფისი ავრცელებს პრემიერ-მინისტრის მიერ 21 ნოემბრის შეხვედრაზე ნათქვამ სიტყვებს, რომ სომხები ომის დროს "ყოველთვის გრძნობდნენ რუსეთის მხარდაჭერას", მათ შორის, პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან და რუსეთის მთავრობისგან.


შოიგუმ ფაშინიანს უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მეთვალყურეობის მიზნით განთავსებულმა რუსმა მშვიდობის დამცველებმა მთიანი ყარაბაღის "თითქმის მთელი ტერიტორია მოიცვეს" მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს შეთანხმება გაფორმდა. "საერთო ჯამში, უსაფრთხოების 23 სადგური ამოქმედდა", - უთხრა შოიგუმ ფაშინიანს და დასძინა, რომ ისინი აკვირდებიან სტეფანაკერტისკენ მიმავალ გზას. შოიგუს თქმით, რუსეთის სამხედროები "უზრუნველყოფენ ლტოლვილთა დაბრუნებას", და ადგილზე "მშვიდობიანი ცხოვრება უკვე დაწყებულია".


ერევანში გამართული შეხვედრების შემდეგ, რუსეთის მაღალი რანგის დელეგაცია ბაქოში ჩავიდა. დელეგაციასთან შეხვედრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა იმ "პერსონალურ როლს", რომელიც პროცესში პუტინმა შეასრულა. "მან აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობა მიიღო შეთანხმების ტექსტის მომზადებაში", განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ შეთანხმების შესრულება დიდწილადაა დამოკიდებული იმ გარემოებაზე, რომ მას პუტინმა მოაწერა ხელი. 


ლავროვის თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს არსებული საკითხების გადაჭრაში, შეთანხმებაზე დაყრდნობით.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Казахстанские теннисистки взлетели в мировом рейтинге WTA после очной битвы за титул






Если что – отключим газ: Трамп сажает Европу на короткий поводок

Собянин открыл в Москве четыре современные поликлиники с цифровыми технологиями

Назван российский регион-лидер по перспективности трудоустройства — и это не Москва

Лисян, подвинься? Тестируем подзаряжаемый гибрид Wey 05 на улицах столицы