ევროპა წინასწარ ნაბიჯებს დგამს შობის დღესასწაულის წინ "ლოკდაუნის" შესამსუბუქებლად
ჯანდაცვის პოლიტიკის შემსუბუქების შესაძლებლობა აქტუალური გახდა შობის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე, როცა იზრდება შეშფოთება შემზღუდველი ზომების სოციალური და ეკონომიკური შედეგების შესახებ. ამ ზომებმა მძიმე დარტყმა მიაყენა სავაჭრო და სერვისის სექტორებს, რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ "ლოკდაუნის" გახანგრძლივება შეაჩერებს ეკონომიკის გრძელვადიან ზრდას და ძლიერ რეცესიას მოიტანს.
მომავალ კვირაში მოქალაქეების წინაშე სიტყვით გამოვა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელიც ვირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრებს და გამოაცხადებს 30 ოქტომბრის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებული "ლოკდაუნის" წესების ნაწილობრივ შემსუბუქებას. მაღაზიები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ გახსნას და ისეთი "არააუცილებელი" საქონლის გაყიდვას, როგორიცაა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოები.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 2 დეკემბერს გეგმავს ინგლისის მასშტაბით მოქმედი "ლოკდაუნის" დასრულებას.
პოლონეთში ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს მოგზაურობისგან თავი შეიკავოს, თუმცა ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მაღაზიები სრულად გაიხსნება.