"ქართულ ოცნებას" 2020 წლის პარლამენტში 90 დეპუტატი ეყოლება
"ქართულმა ოცნებამ" 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა. ეს იმ ფონზე, როცა ბოიკოტის ნიშნად ოპოზიცია არ მონაწილეობდა მეორე ტურში. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს მონაცემებით, ბარიერი გადალახა, არ ენდობა მონაცემებს და არ აპირებს გამოიყენოს მიღებული 60 მანდატი.