საქართველოში კორონავირუსის 4048 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ინფორმაცია ახალი შემთხვევების შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 49 პაციენტი.
სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 104 732 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 85 639 გამოჯანმრთელდა, 976 კი გარდაიცვალა.
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში რჩება 2159 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 6 189. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 449 პაციენტი.