Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2020
1 2 3 4
5
6 7
8
9 10 11 12 13
14
15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30

მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა მინსკში

0
ბელარუსის დედაქალაქში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს დემონსტრანტებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ ძალაუფლების ფლობას, იმ ფონზე, როცა არ იკვეთება ნიშნები, რომ ან ლუკაშენკას მთავრობა და ან მისი ოპონენტები აპირებენ უკანდახევას.


უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, ათობით მოქალაქე დააკავეს მინსკის მასშტაბით, რამდენიმე ადგილას გამართულ დემონსტრაციებზე. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგს "გაუმარჯოს ბელარუსს!", ხელში ეჭირათ პლაკატები და ბელარუსის ისტორიული, წითელი და თეთრი შეფერილობის დროშები.


დიდ ჯგუფებად შეკვრამდე აქციების სხვადასხვა ადგილას გამართვა დემონსტრანტებს პროტესტის ორგანიზატორებმა სთხოვეს, რითიც ხელის შეშლა სცადეს პოლიციის მხრიდან ხალხის მასის გაკონტროლების მცდელობისთვის.


მინსკის ცენტრში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან გამართულ აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტებს ხმოვანი ყუმბარები ესროლა, სხვა ადგილებში ნიღბიანი პოლიციელები დემონსტრანტებს ხელიდან სტაცებდნენ დროშებს. ქალაქის სხვადასხვა ადგილას პოლიციის მანქანები იდგა. უფლებადამცველი ორგანიზაცია Vyasna-96 აცხადებს, რომ შუადღისთვის პოლიციას სულ მცირე 70 მოქალაქე ჰყავდა დაკავებული.


ბელარუსში უპრეცედენტო საპროტესტო აქციები სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს - მას შემდეგ, რაც ლუკაშენკამ არჩევნებზე მეექვსე ვადით გაინაღდა პრეზიდენტობა. ოპოზიციური ჯგუფები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რეგულარულ დემონსტრაციებს აწყობენ, სამართალდამცველების მხრიდან ხშირად სასტიკი ზეწოლის მიუხედავად.


დემონსტრანტები ლუკაშენკასგან მოითხოვენ, ხელისუფლება გადასცეს სვეტლანა ციხანოუსკაიას, ოპოზიციის ლიდერს და პოლიტიკაში ახლად გამოჩენილ ფიგურას, რომელმაც, ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

«Что она творит!». В России отреагировали на разгром в матче Рыбакина — Андреева






Реликвии героев Великой Отечественной войны из школьных музеев Москвы и Ржева покажут в музее на Поклонной горе

Пожар произошел в здании Центрального детского магазина на Лубянке в Москве

В Раменском молодежном центре состоялась спортивно-игровая программа «Девушки в погонах»

Матвиенко предложила сократить прием абитуриентов из других регионов в вузы Москвы, Санкт-Петербурга и Казани