შეშფოთება მატულობს ყირგიზეთის ნაჩქარევი საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ
22 ნოემბრის აქცია მოეწყო იმ პოლიტიკური მღელვარების ფონზე, რომელმაც იფეთქა 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნები კამათის საგნად იქცა, მას ძალადობა მოჰყვა, რამაც მოიტანა პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტებზე სადირ ჯაფაროვის დანიშვნა. პოლიტიკური მანევრები, რომლებიც ჯაფაროვის აღზევებას უძღოდა წინ, დაგმეს გარე დამკვირვებლებმა.
ჯაფაროვი მიმავალი პარლამენტისგან მოითხოვს საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაფართოებას და საკანონმდებლო ორგანოს დასუსტებას, ახალი აღმასრულებელი საბჭოს შექმნის გზით, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულნი იქნებიან პარლამენტი და მთავრობა.
ამ ინიციატივის ოპონენტებმა დემონსტრაცია გამართეს ბიშკეკის დათოვლილ ქუჩებში, ისინი უკრავდნენ დოლებზე, ხელში ეჭირათ ბანერები და სკანდირებდნენ სიტყვებს "კონსტიტუციას ვერ შეცვლით". დემონსტრანტთა რაოდენობა უფრო მცირე იყო, ვიდრე აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ.