Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2021

ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის მობილიზება მოახდინეს დონალდ ტრამპის მომხრეთა აქციის წინ

0
ვაშინგტონის მერმა ეროვნული გვარდიის მობილიზება მოახდინა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეთა საპროტესტო აქციის წინ. ისინი აპროტესტებენ კონგრესის მიერ პრეზიდენტად ჯო ბაიდენის გამარჯვების მოსალოდნელ დადასტურებას.


ტრამპის მომხრეები 5 და 6 იანვარს გეგმავენ აშშ-ის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების გამართვას, რათა მხარი დაუჭირონ ტრამპის დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნები ფართო მასშტაბით გაყალბდა.


300-ზე მეტი ეროვნული გვარდიელი იქნება მზად ხალხის მასების გასაკონტროლებლად, ნათქვამია კოლუმბიის ოლქის ეროვნული გვარდიის განცხადებაში.


პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ კონტიმ განაცხადა, რომ სიფრთხილის ზომები მიღებულ იქნა, ვინაიდან „არიან პირები, რომლებსაც ჩვენს ქალაქში ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანა სურთ“.


საპროტესტო გამოსვლები ემთხვევა 6 იანვარს კონგრესში კენჭისყრას, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, დაამტკიცებს 3 ნოემბრის არჩევნების შედეგს.


ტრამპი განაგრძობს არჩევნების შედეგის გაპროტესტებას, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ორივე პარტიიდან, გუბერნატორებმა და აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაასკვნეს, რომ არჩევნებზე ფართო მასშტაბის გაყალბება არ მომხდარა.


კონგრესს კონსტიტუციით ევალება საარჩევნო კოლეგიის მიერ გამოცხადებული შედეგების დამტკიცება, რაც ჩვეულებრივ ფორმალობაა ხოლმე. მაგრამ მინიმუმ 12-მა რესპუბლიკელმა სენატორმა და წარმომადგენელთა პალატის 140-მდე რესპუბლიკელმა წევრმა გაიმეორა ტრამპის მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების თაობაზე და განაცხადა, რომ დამტკიცების წინააღმდეგ მისცემს ხმას.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Курникова

“Курникова в инвалидном кресле больше не нужна?”, – поклонники Иглесиаса нашли ему новую пассию






До и после: как из типовой двушки сделали функциональную четырехкомнатную квартиру

Обозначены ключевые направления работы по новому нацпроекту «Инфраструктура для жизни»

Авиакомпания выплатит штраф и возместит моральный вред за несвоевременную доставку урны с прахом

Юрий Подоляка в свежей сводке от 19.02.2025 сообщил о том, ВС РФ продавливают оборону ВСУ на Покровском направлении