Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2021

ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხანძრის შესახებ იუწყება მაჟორიტარი დეპუტატი

0
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე „ფეისბუკზე" წერს ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხანძრის შესახებ.


„სოფელ ონჭევში, წოლის, ჩქუმისა და თაბორის ტყეში, ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ მცენარეულობას უკიდია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივ მეხანძრე-მაშველთა რაზმები, თუმცა ძლიერი ქარი სიტუაციას ართულებს და ახალი კერების გავრცელებას უწყობს ხელს", - წერს პარლამენტის წევრი.


როგორც ენუქიძე აღნიშნავს, პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალი ონში ხუთ, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში თხუთმეტ ჰექტარზე მეტია.


„ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინტენსიურ კომუნიკაციაში ვარ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანძარი ძირითადად მანქანებით ძნელად მისადგომ ადგილებშია გავრცელებული, ამიტომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. სიტუაცია სრულად დამოკიდებულია ამინდის სტაბილურობასთან. დამატებით სირთულეს ქმნის სიბნელეც. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდანვე ჩაერთვება სხვა დამატებითი ტექნიკაც", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. 


დეპუტატი მოსახლეობას, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


ძლიერი ხანძარია, აგრეთვე, ოკუპირებული გარის რაიონის სოფლებში. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Тренер Абашкин заявил, что Соболенко удивила поражением в финале АО-2025






Кенозерье получило диплом ЮНЕСКО: признание уникального наследия России

Жестокий аванс: в Москве начался суд по двойному убийству проституток

Патриарх Кирилл положительно оценил идею запретить сатанизм в России

В России продают кроссовер с пожизненной гарантией – известны цены 3-х комплектаций