Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2021

აქციის მონაწილის თქმით, თელავის თეატრთან განთავსებულ კარავს ავტომანქანა მეორედ შეეჯახა

0
სამოქალაქო აქტივისტმა რამაზ აივაზაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თელავის თეატრთან გაშლილ კარავს, სადაც უკვე ერთი თვეა ღამეს ათენებენ, ცოტა ხნის წინ ავტომანქანა შეეჯახა. აივაზაშვილის თანახმად, შეჯახება არ იყო ძლიერი და არავინ დაშავებულა, თუმცა ის ეჭვობს, რომ შეჯახება შესაძლოა, მათ დასაშინებლად, მიზანმიმართულად მოხდა.


„ავტომობილის მძღოლმა გვითხრა, რომ კარავთან მანქანის გაჩერება სურდა და მას შემთხვევით შეეჯახა, ბოდიშიც მოგვიხადა, მაგრამ გაქვს ეჭვი, რომ ეს არ იყო უბრალოდ, შემთხვევით შეჯახება“,  - უთრა რადიო თავისუფლებას აივაზაშვილმა. მან მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და როგორც თავად ამბობს, გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.


თელავის თეატრთან განთავსებულ კარავს, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ავტომანქანა პირველ იანვარსაც დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება აქვს დაწყებული შს სამინისტროს (187-ე მუხლით, სხვისი ნივთის დაზიანება), თუმცა დღემდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.


სწორედ, პირველ იანვარს მომხდარი ინციდენტის დროული გამოძიება მოითხოვეს აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ თელავის პოლიციის სამმართველოსთან.


მსგავსი მოთხოვნა ჰქონდათ 4 იანვარს კახეთში გამართული აქცია-მსვლელობის მონაწილეებსაც.


31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტებას თელავში 5 დეკემბრიდან შეუერთდნენ. აქცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით თავდაპირველად ორმა სამოქალაქო აქტივისტმა დაიწყო, შემდეგ კი მათ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. თელავის თეატრთან ერთი მცირე, მეორე კი დიდი ზომის კარავია გაშლილი.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

В сети появилось трогательное видео Рыбакиной с детьми






Исторический облик усадьбы Кривякино вернется осенью

В Подмосковье автомобиль BMW разорвало после столкновения со столбом

Убийца двух пенсионерок получил срок через 20 лет после преступления

Пожар начался на стоянке маршруток в подмосковных Люберцах