Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2021

გალის რაიონში ცეცხლის კერები ჯერ კიდევ რჩება

0
ოკუპირებულ გალის რაიონში ცეცხლის კერები ამ დრომდე აქრობენ. როგორც რადიო თავისუფლების წყარო გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან იუწყება, ცეცხლი მისი სახლიდანაც მოჩანს მეზობელ სოფელ სიდის ტყეში.


მისი სიტყვებით, ხანძარი საკმაოდ დიდ ნაწილს უკიდია, თუმცა ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები და იმედი აქვთ, რომ დროულად მოხდება მისი ლოკალიზება. სიდაში ტყის მასივი საკმაოდ ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან.


რაც შეეხება, სოფლებს ზემო და ქვემო ბარღებს, სადაც 4-5 იანვარს ყველაზე რთული სიტუაცია იყო, რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში ცეცხლი თითქმის სრულად ლიკვიდირებულია ზემო ბარღებში. ხანძარია ამ წუთებში ქვემო ბარღებშიც. აქ მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას და ვერ უმკლავდება.




ზემო ბარღებში დაიწვა 3 საცხოვრებელი სახლი. ასევე ათობით ადგილობრივ მცხოვრებს გაუნადგურდა თხილნარი და სახნავ-სათესი მიწები, როგორც ქვემო, ასევე ზემო ბარღებში. ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია გალის რაიონის ე.წ. დაბალი ზონის სოფლებში - ნაბაკევში, სოფჩაიში, ოტობაიაში და თაგილონში. საცხოვრებელი სახლების გადარჩენა ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ სოფლებში შეძლო, რადგან ხანძარი დროულად ჩააქრეს, თუმცა ნაწილს აქაც დაეწვა თხილნარი და პირუტყვის სადგომები.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса