Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2021

სპარსეთის ყურის ქვეყნები შეთანხმდნენ ყატართან სამწლიანი დიპლომატიური დაპირისპირების შეწყვეტაზე

0
სამშაბათს სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა საუდის არაბეთში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყატართან სამწლიანი დიპლომატიური და ეკონომიკური დაპირისპირების დასრულების თაობაზე.




ეს მოხდა 5 იანვარს ყოველწიურ სამიტზე, რომელზეც საუდის არაბეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნები შეთანხმდნენ ყატართან სამი წლის განმავლობაში შეწყვეტილი სახმელეთო, საზღავო და საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.



როგორც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მოჰამად ბინ სალმანმა აღნიშნა, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა მოიწონეს „სოლიდარობისა და სტაბილურობის“ შეთანხმება, რომლის შინაარსი, ჯერჯერობით, უცნობია.



სამიტს ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი. ყატარი და საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად ითვლება.





2017 წლის ივნისში საუდის რაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საამირომ და ბაჰრეინმა დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტეს ყატართან, რამაც სპარსეთის ყურეში ღრმა კრიზისს დაუდო სათავე.





ასეთი ზომების მიზეზი გახდა ყატარის დადანაშაულება ტეორორისტული ორგანიზაციების, მათ შორის ალ-ყაიდისა და ექსტრემისტული დაჯგუფება, „ისლამურ სახელმწიფოს“, მხარდაჭერაში, რასაც ყატარი უსფუძვლოს უწოდებდა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина проиграла американке Крюгер во втором круге турнира WTA в Абу-Даби






У жителя Подмосковья забрали дом за производство наркотиков

«Погрызу твои косточки». Курьер популярного магазина угрожал покупательнице

Производитель Поморья получил золотую медаль в номинации «Инновационный продукт»

Как спуск в шахту: москвичей предупредили о рекордных показателях давления