Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2021

ძალაში შევიდა ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულება

0
22 იანვრიდან ძალაში შევიდა ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის მიზნების განხორციელება ეჭვქვეშ რჩება, რადგან ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული იარაღი აქვთ, დოკუმენტის არ მიემხრნენ.  


ბირთვული იარაღის საერთაშორისო ხელშეკრულება (TPNW) მნიშვნელოვანია ნაბიჯია მიზნისკენ, რასაც ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს ჰქვია და მძლავრი დასტურია ბირთვული განიარაღების მრავალმხრივი მხარდაჭერის საქმეში“, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა 22 იანვარს.


გუტერეშმა შეაქო „ბირთვული განიარაღების პირველი მრავალმხრივი ხელშეკრულება ბოლო ორ ათეულ წელიწადში“ და მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, ერთად იმუშაონ მიზნის, საყოველთაო და კოლექტიური უსაფრთხოების განვითარების, მისაღწევად.


ხელშეკრულება, რომელიც კრძალავს ბირთული იარაღის განვითარებას, გამოცდას, შენახვას და მოხმარებას, საერთაშორისო კანონია მას მერე, რაც ის 50 ქვეყნის მიერ იქნა რატიფიცირებული ოქტომბრის თვეში, შარშან და გაიარა 90 დღიანი პროცესი, სანამ ძალაში შევიდოდა. სულ 122-მა სახელმწიფომ, მსოფლიოს ქვეყნების ორმა მესამედმა, დაუჭირა მას მხარი. მხოლოდ თითქმის ნახევარმა მიანიჭა მას კანონის ძალა და ბირთვული იარაღის ნამდვილად თუ სავარაუდოდ მქონე არც ერთმა ქვეყანამ -  ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, ისრაელმა, ჩრდილოეთმა კორეამ, პაკისტანმა, რუსეთმა და აშშ-მა, -  დაუჭირა მას მხარი.   



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса