Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2021

რატომ მსჯელობს კომუნიკაციების კომისია მინისტრის გენიტალიებზე

0
კომუნიკაციის კომისიამ წამოიწყო ისეთი საქმის განხილვა, რომელიც მოითხოვს ჟურნალისტური მასალის შინაარსის შეფასებას. თუკი კომისია თავს უფლებას მისცემს “მთავარი არხი” უხამსი მასალის გამოქვეყნებისთვის დასაჯოს (სანქციის დაწესების გზით) ეს იქნება ცენზურის დაკანონება - ასე აფასებს მედიის და იურისტების ერთი ნაწილი კომისიის ამ მცდელობას.


თამთა მურადაშვილი: ესწრება თუ არა სხდომას ივანე მაჭავარიანი?


კახა ბექაური: არ ესწრება. არ ვიცით, ესწრება თუ არა, შეიძლება უყურებს.


თამთა მურადაშვილი: გაუგზავნეთ შეტყობინება, რომ მის საკითხზე სხდომა იყო ჩანიშნული?


კახა ბექაური: რას ნიშნავს "მის საკითხზე"? აქ მისი საკითხი არ იხილება.


თამთა მურადაშვილი: აბა, ვისი საკითხი იხილება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაო? პოლიტიკოსის უფლებებიო და ღირსების შემლახავი... ამიტომ მაინტერესებს იყო თუ არა ივანე მაჭავარიანი სხდომაზე მოწვეული.


კახა ბექაური: პასუხი მიიღეთ უკვე, რომ არ იყო მოწვეული და იქნებ, დავუბრუნდეთ თქვენს განმარტებებს.




ეს დიალოგი “მთავარი არხის” იურისტს, თამთა მურადაშვილსა და “კომუნიკაციების კომისიის” თავმჯდომარეს, კახა ბექაურს შორის კომუნიკაციების კომისიის საჯარო სხდომაზე გაიმართა. ამ სხდომაზე კომისია მსჯელობდა უნდა დაეჯარიმებინათ თუ არა “მთავარი არხი” მის ეთერში გასული სიუჟეტის გამო.


28 დეკემბერს კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურეობის მთავარმა სპეციალისტმა, კონსტანტინე ქორიძემ სამსახურეობრივ ბარათი გაუგზავნა კომისიის თავმჯდომარეს და სხდომაზე კი არწმუნებდა კახა ბექაურსა და მის კოლეგებს, რომ თუ კი კომისია “მთავარი არხის” ეთერში გასული მასალის შესახებ არ იმსჯელებს, “თავისი უმოქმედობით დაარღვევს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას ადამიანისა და მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები". დეპარტამენტის თანამშრომელი ასე აღწერდა მასალას, რომლის შეფასებასაც ითხოვდა:


“სიუჟეტის პირველ ნაწილში ნაჩვენებია პარლამენტის დარბაზში მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მაჭავარიანი. კადრი გადატანილია ახლო ხედით მინისტრის შარვალთან, შარვლის გარედან გენიტალიებზე ფოკუსით და მკაფიოდ ჩანს როგორ იკიდებს ხელს შარვალზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კადრს გასდევს ჟურნალისტის სიტყვები: „აგერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მართალია სხეულის ენით, მაგრამ ძალიან გარკვევით და გასაგებად გვაჩვენა რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი“.


კომისიის თანამშრომელი ყურადღებას ამახვილიებდა სიუჟეტის კიდევ ერთ ფრგამენტზე: “პარლამენტის დარბაზის კადრების ფონზე ჟურნალისტი ამბობს: „ჩვენი პარლამენტი და პრეზერვატივი მხოლოდ იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ პრეზერვატივში მხოლოდ ერთი (ისმის ჩახველება) ეტევა და პარლამენტში კიდე ბევრიო.“




სიუჟეტი, რომელსაც კომისიის მთავარი სპეციალისტი აღწერს, “მთავარი არხის” ეთერში 12 დეკემბერს “შაბათის მთავარში” გავიდა. მასალა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას შეეხებოდა, რომლის გახსნასაც ოპოზიციის ბოიკოტის გამო, მხოლოდ ერთი - მმართველი პარტიის წევრები ესწრებოდნენ. ჟურნალისტი ბექა ყორშია პლენარულ სხდომაზე და შენობაში გადაღებული მასალებით, იქვე ჩაწერილი კომენტარებითა და საავტორო ტექსტით, დასცინის მმართველ პარტიას და ერთპარტიული პარლამენტის უარყოფით მხარეებზე საუბრობს. ივანე მაჭავარიანის კადრები, რომელიც სხდომაზე სადავო გახდა, სწორედ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზშია გადაღებული, სადაც ათეულობით სატელევიზიო კამერა ერთდროულად მუშაობდა.


“მთავარი არხის” იურისტი და სიუჟეტის ავტორები სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მასალა პოლიტიკური სარკაზმი იყო, რაც გამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლებაა, და რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომუნიკაციების კომისიას “მთავრი არხისთვის” ცენზურის დაწესება სურს - უხამსობის საკითხის განხილვა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას აღემატება და ეს დასტურდება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებითაც. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეებს უხამსობის შესახებ საქმის სასამართლოში გასაჩივრების უფლება მისცა.




“[სიუჟეტში] იკვეთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შეზღუდვა, ვინაიდან, სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, შეურაცხყოფა და ადამიანის რეპუტაციის შელახვა გავლენას ახდენს ადამიანის პირად ცხოვრებაზე”, - განაცხადა სხდომის დაწყებისას კომისიის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა ლევან მაისურაძემ, და მიუთითა, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების გარდა ამ სიუჟეტს შესაძლოა ბავშვების ინტერესებიც შეელახა.


“ამ ადამიანმა საკუთარ სხეულზე შეხებით, რომელიც საკუთარი ნებით განახორციელა, როგორც ჩანს, საჯარო სივრცეში არ ჩათვალა ღირსების შემლახავად და ან თავის დასაკნინებლად და თქვენ მედავებით, რომ შეილახა მისი უფლება… აუდიტორია ამ სიუჟეტის არის მკაფიოდ განსაზღვრული. არასრულწლოვნები ამას ვერც კი გაიგებდნენ, რადგან არის სარკაზმის ენა და პოლიტიკური შინაარსი. თქვენ ვერ დაადგენთ მაყურებელმა იგრძნო თუ არა თავი შეურაცხყოფილად", - თქვა მურადაშვილმა.


საბჭოთა ნოსტალგიად შეაფასა სიუჟეტის ავტორმა ბექა ყორშია კომუნიკაციების კომისიაში მისი მასალის შინაარსის განხილვა: “შემიძლია დეპეშით გამოგიგზავნოთ ავტორები [ავტორმა ტექსტში ცნობილი ამერიკელ მწერლის ჩაკ პალანიკის ციტატა გამოიყენა] და ერთად შევათანხმოთ, ვისი ციტირება შეიძლება და ვისი - არა... მეტი სათქმელი მე არ მაქვს, გიყურებთ და მართლა, თქვენ მაგივრად მრცხვენია."




კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე პროცესებს საფრთხედ აღიქვამს არამხოლოდ “მთავარი არხი”. თუ კომისია, ანუ ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც შეუძლია ფინანსური სანქციების დაწესება, თავს უფლებას მისცემს გასცდეს თავის ამოცანას და იმსჯელოს მედიაპროდუქტის შინაარსზე, მათ შორის შეაფასოს საავტორო ტექსტის უხამსი მხარე, შეიქმნება მექანიზმი, რომლის დახმარებითაც ხელისუფლებას შეეძლება დასაჯოს მედიას, რომელიც მას აკრიტიკებს - ფიქრობს იურისტების, ჟურნალისტებისა და სხვა მედია-კომუნიკაციების სპეციალისტების ერთი ჯგუფი.


ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, კომისიის წევრები ცენზურის დაკანონების მცდელობაში დაადანაშაულა:




"ქმედებაა უხამსობა, რაც მინისტრმა ჩაიდინა, თუ სიუჟეტია უხამსი? ცხვირში რომ თითი შეეყო, იქნებოდა ეს უხამსობა და ამის ჩვენებაც არ შეიძლებოდა? იმ მინისტრის რომ შეეგინებინა მეორესთვის, იქნებოდა უხამსო, თუ არ იქნებოდა ამის ჩვენება?.. თქვენ რას აპირებთ, არამხოლოდ ტექსტების არამედ ქვეტექსტების და კონტექსტების ცენზურას აპირებთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში?! სიზმარში მგონია თავი თქვენ რომ გიყურებთ… "მინისტრის გენიტალიების მცველებო".




ამ საქმეზე გადაწყვეტილება ზუსტად ერთ კვირაში, შემდეგ ხუთშაბათს გამოცხადდება, დასაბუთება კიდევ უფრო გვიან, დაახლოებით ერთ თვეში. “მთავარი არხის” იურისტმა თამთა მურადაშვილმა კომუნიკაციის კომისიის სხდომაზევე განაცხადა, რომ სანქციის დაწესების შემთხვევაში ის ამ გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს, მათ შორის თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც.




"ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მონიტორინგს უხამსობის ნაწილზე, სანამ არ მივაღწევთ მედიაში იმ მდგომარეობას, რომ ამ თვალსაზრისით ეთიკური საკითხები იქნება დაცული. ეს ძალიან მნშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის პირდაპირი მნიშვნელობით... უხამსობიდან სამაუწყებლო ეთერის დაცლა გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს" - თქვა ბექაურმა სხდომის დასასრულს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



Валютные ставки — в рост. «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших долларовых вкладов за июль 2024 года

Большой стадионный концерт MACAN в Москве при поддержке Like FM

«Сады и люди»: что можно увидеть рассказывает Радио Romantika

Квартальная выручка Freedom Holding Corp. выросла до $450,7 млн


Российская туристка поняла, кому действительно стоит приехать в Америку на ПМЖ, назвав 5 категорий людей и кому туда лучше не соваться

Сколько чашек цикория можно пить в день без вреда для здоровья?

Токсиколог Кутушов назвал топ продуктов для активной работы мозга

Концерт Эдуарда Хиля – младшего посвященный 90-летию со Дня рождения народного артиста РСФСР Эдуарда Анатольевича Хиля


Angel Ayala Twice Floors Dave Apolinario In 6th Round Knockout To Win IBF Flyweight Title

Hidden Sky setting instantly improves TV guide – all it takes is three clicks on your remote

Airbnb shares slumps as weak forecast signals slowing travel demand

Evolving Trends in Realistic Sex Doll Manufacturing


Глава Сергиево-Посадского округа задержан за взятку на 15 миллионов рублей

В МИФИ разработали сверхточный прибор для измерения гравитации

Иномарка с просторным салоном и автоматом дешевле Весты появилась в России

«Сады и люди»: что можно увидеть рассказывает Радио Romantika


Фанаты серии игр Legacy Of Kain смогут получить легендарный меч Похититель душ

You can get every Dragon Age game yet made for just $10 in EA's August Steam sale

Bungie promises to address the 'uncertainty' surrounding the future of Destiny 2 following massive layoffs last week

Be a cute platypus, solve some Zelda-style puzzles, in Ogu and the Secret Forest



Кому показано ЭКО?

Преимущества автоматики для ворот Came




Школьник получил ожоги глаз из-за химического эксперимента в квартире в Москве

В Москве возбудили уголовное дело после ДТП с подростками

Квартальная выручка Freedom Holding Corp. выросла до $450,7 млн

Уголовное дело возбудили после смертельного ДТП с каршерингом в Москве


Борьбу с «серыми перевозчиками» строительных отходов усилят в Подмосковье

Жители Домодедова отправят гуманитарную помощь в Курскую область

С чего начать: как правильно перейти на здоровый образ жизни

Артист Грек пожертвовал миллионы на борьбу с искусственным интеллектом, чтобы защитить будущее


Теннисист Зверев раскритиковал условия в Олимпийской деревне

Героиня России на Олимпиаде-2024: родилась в Жигулевске, поступила в универ в США, носит косынку

Шнайдер в двух сетах обыграла Гауфф и вышла в ¼ финала турнира WTA-1000 в Торонто

Зверев: в Токио организация Олимпиады была намного лучше, чем в Париже


Семь заявок подали из Орловской области на Знание.Премия — 2024

В Москве возбудили уголовное дело после ДТП с подростками

Волочкова возмущена ценами на билеты в Большой театр

Ленинградский вокзал закрывают на ремонт


Музыкальные новости

Татарка FM назвала "рвотным порошком" для детей Моргенштерна* и Инстасамку

Токсиколог Кутушов назвал топ продуктов для активной работы мозга

На фоне ситуации в Курской области коллеги вспомнили историю с Пугачевой

Композитор Игорь Яковенко совместно с барабанщиком Петром Ившиным выпустил альбом




"Режим дезинфекции и инфографика": Во Внуково усилен контроль из-за энтеровирусной инфекции

???????????????? Зачем Казахстану Мурманский порт

Mash: в Ставрополье пациентка получила некроз кожи после электронного массажа

Мачеха экс главы Марий-Эл против Росимущества














Ленинградский вокзал закрывают на ремонт

Дальневосточные города возглавили рейтинг по росту туристического спроса в РФ

Борьбу с «серыми перевозчиками» строительных отходов усилят в Подмосковье

В Москве возбудили уголовное дело после ДТП с подростками


Перспективы совершенствования оказания медицинской помощи в АЗРФ обсудили на форуме «Арктика — Регионы»

В Архангельской области 15-ти летний мотоциклист попал в ДТП

Александр Цыбульский: "Наша задача - создать конкурентную экономику будущего"

Летевший из Москвы в Сыктывкар самолет перенаправили в Архангельск


«Жизнь. Творчество. Судьба» к 130-летию со дня рождения писателя, драматурга, переводчика М. М. Зощенко

Ярмарка специальностей "Мир профессий и твое место в нем"

В Крыму задержали завотдела одной из симферопольских больниц за взятку

За издевательство над бездомным в Симферополе задержали двух треш-стримеров


Ефимов: школу и детсад построят по программе КРТ в Тропарево-Никулине

В России началась продажа Chevrolet Monza за 1,74 млн руб.

Сотни артистов примут участие в международном конкурсе «Московская a cappella»

Инспекторы ЦОМП дежурят на выставке «Станция Манеж. Московский транспорт 2030»












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Шнайдер в двух сетах обыграла Гауфф и вышла в ¼ финала турнира WTA-1000 в Торонто






Запасы марганцевой руды в Запорожской области могут избавить Россию от импорта сырья

Российский турист погиб при загадочных обстоятельствах на Пхукете

Ефимов: школу и детсад построят по программе КРТ в Тропарево-Никулине

Президент Палестины Махмуд Аббас посетит Москву