საბოლოო ბრალდების წარდგენის შედეგად, პატიმრობაში მყოფ ვიდეო ბლოგერს, სიარჰეი ციხანოუსკის, 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება
![საბოლოო ბრალდების წარდგენის შედეგად, პატიმრობაში მყოფ ვიდეო ბლოგერს, სიარჰეი ციხანოუსკის, 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება](https://gdb.rferl.org/75252052-50bb-480e-8814-ab3e323e9396_cx0_cy10_cw0_w800_h450.jpg)
ბელარუს ვიდეო ბლოგერს, სიარჰეი ციხანოუსკის, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია მაისის შემდეგ, საბოლოოდ წაუყენეს ბრალი იმაში, რისთვისაც მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება მას შემდეგ, რაც მან განაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ, მონაწილეობა მიეღო აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, წინააღმდეგ.
11 მარტს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გამოძიებები ციხანოუსკის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიკალაი სტატკევიჩის, და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, დასრულებულია.
საბოლოო ბრალდების თანახმად, ციხანოუსკის ბრალი ედება მასობრივი უწესრიგობის ორგანიზებაში, სოციალური სიძულვილის გაღვივებაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და ისეთი ქმედებების ორგანიზებაში, რომლებიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
ციხანოუსკი იყო მფლობელი YouTube-ის პოპულარული არხის, "The Country for Life," რომელიც დაუპირისპირდა ბელარუსის ხელისუფლებას, როცა გასული წლის დასაწყისში გამოაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ, მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკას წინააღმდეგ.
მალევე მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა ციხანოუსკის კანდიდატურას, იგი 2020 წლის მაისში დააპატიმრეს და მას მერე პატიმრობაშია, ბრალის წარდგენის მოლოდინში.
მისმა ცოლმა, ამჟამად ემიგრაციაში მყოფმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, კამპანია თავის თავზე აიღო და კენჭი იყარა პრეზიდენტობის კანდიდატურაზე. ის გახდა მთავარი მოწინააღმდეგე ლუკაშენკასი, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.