Добавить новость
ru24.net
World News
Апрель
2021

არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

0

არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი სტატისტიკით, მძიმე დანაშაული ორჯერ და მეტჯერ არის შემცირებული, ხოლო გაზრდილია ისეთი დანაშაულის რაოდენობა, რომელსაც ყურადღება საერთოდ არ ექცეოდა, მათ შორისაა ოჯახური დანაშაულის ფაქტები.

„ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ეს ამის ინდიკატორად არ გამოდგება. დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ბანკში შევარდნის გარეშე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პრობლემები არსებობს და ზოგიერთ ასპექტში, შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, ბანკის ოფისებში შეჭრის ფაქტები ხომ არ წაახალისა ბადრი ესებუასთან დაკავშირებულმა შემთხვევამ, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ესებუას ლიკვიდაცია შეიძლებოდა სნაიპერილი გასროლით ან სხვა მეთოდით, მაგრამ დიდი ალბათობით მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორისაც იქნებოდა.

„დარწმუნებული ვარ, ესებუას ძებნა წარმატებით დასრულდება”, – დასძინა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელმა რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Организаторы турнира WTA извинились за ошибку с национальностью Касаткиной






Власти РФ приватизировали активы крупнейшей логистической компании страны

Собянин: около полутора тысяч остановочных павильонов установят в Москве в этом году

«Спартак» объявил об уходе Николсона

В Москве владелец крупного наркошопа выпал из окна во время обыска в его квартире